კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 03:51

 

 

 

სინდისს ვფიცავარ, ვკურნავდი იარებს.

მიყვარდი, როგორც ზღვა ალბატროსს.

მე შენთან შორიშორს ვიარე

და ახლოს არ მოველ არასდროს.


შენს ტრფობას მერჩია მარილი მეჭამა,

ან მძევლად ვყოლოდი ტაიგებს.

მე ცუდი არა ვარ, იცოდეს ზეცამაც,

თუმც კაცი ზეცისგან ვერაფერს გაიგებს.


ეს გული ხომ შენსკენ ქარივით ილტვოდა,

არ მსურდა სიწმინდის შელახვაც.

მე შენი ტრფიალიც მინდოდა

და შენი ბავშვობის შენახვაც.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - სიმონ ჩიქოვანი  • • •   სიმონ ჩიქოვანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ