კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2025 00:37

 

 

 

 თმა ნათავთუხარი შუადღის ხანძარი,

 ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ,

 სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი,

 თვალები ცისფერი, ცისფერი უძირო.


 გონგადაკლული როდესაც გიყურებ,

 მხიბლავს ბოტიჩელის შუქ-ჩრდილთა ამოდ ქმნა,

 რომელმა ვარსკვლავმა აგინთო შუქურა,

 ან რა დიდოსტატის ყალამმა ჩამოგქნა.


 წამს გაოგნებისას ნეტა თუ ენება

 მზერას გამოსტაცოს ფარული გულის ხმა.

 შენს ხატზე ვილოცებ, თუკი ეგ მშვენება

 არის აჟღერება შენეულ სულისა.


 მაგ დათლილ ნაკვთებთან სიმრუშის აღრევა

 რა საკადრისია, რა მოსატანია,

 წმინდა ჰარმონიის ვაგლახ დარღვევა

 გონების მახვილთვალს ვერ აუტანია.


 უსიერ წყვდიადის სიტურფით მპობელო,

 ძნელია მაგგვარი გათიშვის ატანა,

 იყავ უმაღლესი ზნეობის მპყრობელი

 მშვენების მისხალსაც ნუ მისცემ სატანას.


 მრუდე განვირიდე ფიქრების ნაკადი,

 მაგ ქართველ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი,

 შენს მაღალ მშვენებას, დედოფლის საკადრისს,

 სულის სისპეტაკე შეშვენის ღვთისმშობლის.


 და შენმა სახელმა იცისკროს, იბრძოლოს,

 საწუთრო მოხატოს ვარსკვლავთა კამარით,

 სულში ჩაგეღვენთოს ღვთაებრივ სიმბოლოდ

 დედა მარიამი, ქეთევან, თამარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მერაბ კოსტავა  • • •   მერაბ კოსტავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ