ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა (მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით). სულში უიმედო სივრცე გაიშალა, გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი. მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები, მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი. ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, მომდევს პროცესია, ჩუმი თანამგზავრი.
ალბათ მარიამიც ტირის თავდახრილი. მთვარე მდუმარეა და ცა მაღალია, მოდის გათენება, როგორც ბალდახინი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |