კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:39

 

 

 

მე კვლავ მწვერვალის ნაპრალთან ვდგავარ

და ასაფრენად ვარ შემართული,

მზეებო, თქვენი მომეცით ძალა!

კლდეებო, თქვენი მაჩუქეთ გული!


რომ განათებულს ცისკრის სხივებით,

ცისარტყელების მერტყას ქამარი...

მთიდან ნისლები წამოშლილები,

მესალმებოდნენ კრძალვით, თაყვანით...


რომ კერპი ვიყო სალი კლდეების,

ვეჯახებოდე მკერდით ქარიშხლებს,

ლოდები კლდიდან ანასხლეტები,

მიღებდნენ ზეცის წითელ კარიბჭეს!


შენ კი, ნათელი, ვით გაზაფხული,

ეჩქარებოდე ჩემთან შეხვედრას,

და როგორც სურო ყლორტზე გასული,

ეტმასნებოდე ჩემს ძლიერებას!


ტანთ ჩანჩქერების ქაფებს მოვისხამ,

მკლავებს მოგხვევ და გამიყუჩდები,

გითხარი? თურმე, მზის ნაკოცნისგან,

მთვარეს დასწვია წუხელ ტუჩები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თამაზ მეტრეველი  • • •   თამაზ მეტრეველის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ