ძლივს შემეჩვიე... და მტუქსავ თითით: "არ შეიძლება... აკრძალულია"... თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი, ყველაზე სანდო სიყვარულია.
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში, შენი ჩურჩული არხევს ფიჭვნარებს, ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი და მეჩვენება, შენი ჩურჩული, სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.
და რას აღმითქვამს, მინდა გავიგო. მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის გაუბედავად: "მამა... მამიკო..."
"არ შეიძლება... აკრძალულია..." თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი, ყველაზე სანდო სიყვარულია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |