ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის მადონა ნორჩი, ამიმხედრდება შენი ერთი დანახვით სისხლი, და მერე, როცა გვერდზე წახრილს ბეჭებში გკოცნი, ხოლო შენ მორცხვად შენს ათასგვარ ღილაკებს იხსნი, განუზომელი ნეტარების მოლოდინით მევსება ხორცი... ო, უტკბილესო! ტიტანური შთამბერე ძალი! მინდა დაგწვდე და აგიტაცო უეცრად ცაში, მინდა ვიყვირო: -"საოცრება! შეხედეთ! ქალი!"- მაგრამ ბნელდება და ხორხოცით, გრგვინვით და ტაშით მიეჩქარება უფსკრულებში დამსხვრული ხორცი და ძვალი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |