კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 23:09

 

 

 

...სადღაც თოვლია.

...სადღაც ქარია.

...სადღაც ღრიალებს ტალღა.

არაფერია...

ეს სიზმარია...

შენ გაიღვიძებ ახლა...

შენ გაიღვიძებ 

და შეშფოთებით

მიალერსებ და...მეძებ...

შენი სხეულის

თეთრი ტოტები

მეფინებიან მხრებზე.

და რადგან ცხადლივ

არის სიმშვიდე,

ისევ იძინებ ახლა...

...სადღაც თოვლია.

...სადღაც ქარია.

...სადღაც ღრიალებს ტალღა. 

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ