ნუ აკვირდები ასე ჩემს სახეს, არას გეტყვიან ჩემი თვალები, მე საგიჟეთის პალატაც ვნახე და ჩარაზული ციხის კარებიც...
ნაძალადევი სიცილიც ვიცი, მე აღარა მწამს თვით ღვიძლი დედის და არა მჯერა არც ერთი ფიცის...
შენ ვერ მიხვდები, მე რა მიტაცებს, ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს, მე ამ მშფოთვარე დედამიწაზე...
არ დავიჯერებ, რაც უნდა ითქვას, მე ქვეყანაზე არ მეგულება გაუტეხავი არც ერთი სიტყვა...
შენ ვერ მიხვდები, მე რა მიტაცებს, ან ვის ვუმღერი ლექსებს დარდიანს მე ამ სისხლიან დედამიწაზე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პეტრე გრუზინსკის პოეზია |