და რა ქალი?! ხელის გულით სატარები... რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი... ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები... შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს... ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური: - მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს? მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ანა კალანდაძის პოეზია |