შენთან ჩურჩული კვლავაც ტკბილია, მე ვამსხვრევ ჩემი დუმილის კოლოფს, - ამ ხიდზე მე ჯერ არ გამივლია, მე ავაშენე ეს ხიდი მხოლოდ.
ასე თუ ისე, იგრძნობდი ბოლოს, ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი, ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ.
ვდგავარ შენს წინ და წარსულს ვიხსენებ, - აქ მოსვენება მე არ მქონია, ცხადია, ვერც იქ ვერ მოვისვენებ.
მისვლა და მოსვლა, წამად თუ წუთად, - მთვარეში მთვარე, სარკეში სარკე, წვეთში წვეთი და სუნთქვაში სუნთქვა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |