ბნელ სიჩუმეში განშორების დღე ახლოვდება, არწივის მზერას დაამძიმებს გათიშვის ელდა, ეს აგარაკი მხოლოდ შენით დამახსოვდება, დამრჩება სევდა, სასურველო, მარტოდენ შენდა.
ერთი ღიმილი, ერთადერთი მწვავე იარა. ეჰ, ჩემო კარგო, მეც მრავალჯერ ბედთან ვიშარე და ცრემლი დარჩა თეთრი რითმის თანაზიარად.
როცა ჩემი ხმა გაანათებს უკუნეთს ქვიანს - მივხვდები, იმ ღიმილის ძალას მივხვდები, მაგრამ გვიან კი, ძალიან გვიან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |