კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 13:57

 

 

 

 ბეღურასავით

 გული გიცემს სულ ერთი ციდა,

 შენც უფრთხილდები

 შენი ბუდის პატარა სითბოს..

 ავალ,

 ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან, -

 უკანასკნელი

 სევდიანი სტრიქონი იყოს!


 ავალ,

 ჩამოვხსნი, დავაგორებ სპილენძის მთვარეს,

 ადრე თუ გვიან  -  

 დავიწყების გახდება ღირსი..

 ოჯახში სითბო არ გაკლია,

 დაასხი ბარემ,

 შესანდობარი დავლიოთ მისი!


 რა ვუყოთ მერე,

 გული რომ გაქვს  -  სულ ერთი ციდა,

 სამაგიეროდ ლამაზი ხარ,

 ჭკვიანიც თითქოს..

 ავალ,

 ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან, - 

 უკანასკნელი

 უნუგეშო სტრიქონი იყოს!


 ჩამოვხსნი მთვარეს, მეოცნებე

 მგოსნების მთვარეს,

 მთვარეს, გროშივით გახუნებულს,

 დაგიგდებ ფეხთით,

 მშვენიერების სამრეკლოზე დავწყვიტავ ზარებს,

 უკანასკნელად დავამღერებ:

 ”ო, როცა შევხვდით..."


 მერე კი, ვიტყვი:

 კმარა გულით ოცნების ზიდვა,

 ასეა ყველა  -  

 უფრთხილდება პატარა სითბოს..

 ავალ,

 ვარსკვლავებს ჩამოგიყრი ქუჩებში ციდან,  - 

 უკანასკნელი

 სევდიანი სტრიქონი იყოს!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ