წყალს ვითხოვდი, ცხრა მთას გადმოდიოდა, ჩემს მკლავებში ნაკადულად დიოდა, სულ სტკიოდა თურმე რაც მე მტკიოდა, ჭრილობაზე მეღვრებოდა იოდად... არ მტოვებდა. როცა სხვები მტოვებდნენ, ხორცს იგლეჯდა, ოდეს სხეულს შიოდა, სულს მითბობდა, ალბათ გრძნობდა,მციოდა, იწოდა და ნაპერწკლები სცვიოდა. ჩემთვის დუღდა, მწიფდა, როგორც ვენახი, ერთი იყო, ორად არ გაყოფილა,- მახსოვს, ადრე ღვთის წყალობას ვეძახდი, ახლა ვამბობ: სიყვარული ყოფილა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მორის ფოცხიშვილის პოეზია |