ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
და ოცნებებად დავიხარჯებით, ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით, მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც…
პატიოსნება ურდულად ადევს და ჩვენ სუფრაზე თუ გვიმღერია, მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.
ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს ძვირფასო სამი კარი აქვს, სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |