გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით, ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...
ანდაზად თვალი ჰკიდა საყვარლად ჭაღარას... პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა - გისმენო, შვილო შემო, და თავი დახარა...
ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ის აღარ მალავდა, უფსკრულებს დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო; იცოდა გოგონამ რაც იყო იმ ლექსში და ისიც იცოდა ლექსში რაც არ იყო...
ის სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული, იყო რა დიდი და იყო რა პატარა! და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული... |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |