კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:18

 

 

 

სტიროდნენ ერთად ჭიანურები

და სალამური ტკბილი ხმიანი;

სულს შეცდომისთვის ნუ ემდურები,

თუ გრძნობა იპყრობს მას ვნებიანი.


ვნახე ტოლები ცეკვით მთვრალები

უვლიდნენ წრესა ლამაზის რხევით;

- ‘შენ მართლა გიყვარს ჩემი თვალები?”

- “მე შენ მიყვარხარ”. - “ ო! სთქვი გარკვევით!”


ბაგენი ლალის, მღერდნენ სიმთვრალეს,

პასუხი ალის ისმოდა ნელი.

“ჩვენ დავიღალეთ”, - “ჩვენ დიდხანს გელით”

“შენ სედან მოხვალ?” - “შორეულ ველით”

“ო! მსურხარ ძლიერ! მსურს კოცნა მწველი!”


და იყო კოცნა! თავს ივიწყებდნენ,

როგორც ფოთოლნი მთვარის დროს ქარში.

ხმები, ვით გველნი, ხვევნას იწყებდნენ..

მე ვგრძნობ შვენებას... ვცხოვრობ სიზმარში.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ