მე დაბრუნდებით ტკივილებს წავშლი, ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის, როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - შენი ლამაზი გული მელოდეს.
ორღობეებში გასროლას დოღის, ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის, აგიცხადდება სიზმარი შორი, გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად, მშვიდობა ყრმობას და თამაშობას, მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის, როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - შენი ლამაზი გული მელოდეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |