კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 14:00

 

 

 

  ... პატარა იყავ და ამიტომაც 

თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება... 

რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა 

შენი ქალური შურისძიება.


და რომ გიყვარდი, როდია ჭორი, 

ან ქარაგმულად თქმული იგავი... 

მიუწვდომელი და შორზე შორი, 

შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.


როდესაც ეშხი შეგმატეს წლებმა, 

როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს, 

შენ დაგინახეს სულ ყველამ ერთად: 

გულმა, თვალებმა და სიჭაბუკემ.


და შეიცვალა ჩვენი როლები, 

შენ გამირბოდი, მე გდევდი ბოლოს... 

შენ წითლდებოდი და ათრთოლებით 

უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ.


ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე, 

დაგკარგე, დამრჩი ნატვრა მარადი... 

თვალებში როცა ჩაგხედე კარგო, 

შენს თვალში მაშინ დავპატარავდი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ