არც ერთი სიტყვა არ დამცდენია მხოლოდ იმისთვის, რომ ლექსი მეთქვა, - როცა პწკარები პწკარებს სდევნიან, საკუთარ გულის მაშინებს ფეთქვა.
მე ამ ცოდვაში ბრალი არ მიდევს, ვარ იდუმალი მხოლოდ მიზრაფი და გული იკვლევს ლექსის ამინდებს.
რომ სიყვარული ძალით არ მოვა, სიტყვა სიტყვასაც არ მიუდგება, თუ ის სიმღერამ არ ამოსწოვა.
იტყვი, სხვა უცხო მას დაიტაცებს, და თუ ვაჟკაცის ხელი სჩენია, მაშინ სხვის ხელშიც ის ივაჟკაცებს.
თუ სიყვარულის ბოლმა გამურა, თვითონ ვერ იცნობ შენ ბაიათებს, დაუტაცია ხალხს სალამურად.
უძილო ღამეს ხელში ეკავა; მოსკდება წვიმა თქეშით და ქაფით და მოვარდება ლექსი წელკავად.
როგორ კალია გათელავს ყანას, მერე დაენთო თაფლის სანთელად, რომ გაანათოს მთელი ქვეყანა... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |