ოქტომბერში თუ ჩვენს მხარეს გაგივლია, შეამჩნევდი მიმობნეულს მინდორ-ველად: პაწაწინა, მარჯნისფერი ყვავილია, იმერეთში ეძახიან "საპოვნელას".
თურმე ყველა სასოებით ანდობს იმედს, ბედს დაეძებს თუ დანაკარგს - რამე ნივთებს, ევედრება: "საპოვნელა, მაპოვნინე!"
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა, ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ, რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიკა ბარათაშვილის პოეზია |