ნუ განმიკითხავ მე, უფალო, ცოდვილს, უბედურს, რომ მსახურებდი სულს მაშფოთარს, მას ვუგდებდი ყურს… ბევრი ვიტანჯე, არ ვიცოდი, რაა ნუგეში. დიდხანს ვატარე ღვთის სახითა გველი უბეში...
შვებაში მყოფი ხომ სოფლადვე ქმნის ძირს ღვთაებას! ვინცა ჩემსავით ყველაფერი მოკლა, დამარხა, სისრულით მხოლოდ მან გიწამა, მან დაგინახა.
არ იქნა - სევდას ვეღარ მოვსწყდი, ვერ გავეყარე… ყველგან წინ მიდგას ცრემლის კუბო, წადილთ სამარე… შენდა მოვედი, ადონაის, შენდა მოვედი!
წარმოუვლინე სულს მშვიდობა, დახსნის იმედი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |