ყავარჯენი დამეძებს, ვემალები ყავარჯენს, როგორც უზენაესის განჩინება-განაჩენს. იდუმალი მაფრთხილებს: საჭიროა, საჭირო, მემუქრება ათასი კიბე უმოაჯირო.
სადაც ერთხელ მაჯამა გალამ მოაჯირითა. დიდი წონასწორობის ზონას გამოვესალმე, ჩამორჩენილ ფეხოსანს მაიმედებს მესამე
ორთავ ფეხს და ერთადერთ კისერს გაუფრთხილდიო. ვცდილობ, მაგრამ ვაითუ მაინც წავიბარბაცე ან ყინულის სარკეზე, ანდა თოვლის ბამბაზე...
მანამ უნდა წამოვდგე, ვიდრე დავეცემოდე. რაც არ უნდა ავჩქარდე, დამასწრებენ ზანტები, რამდენიმე ნაბიჯით ყველგან დავგვიანდები.
უსათუოდ მიპოვნის ის, რომელიც დამეძებს. და მე, რათა დავაცხრო ავ ენათა ქავილი, რუსთაველზე აკაკის ყავარჯენით გავივლი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |