გარეთ ვარ, ოთახში კი არა, ჩეროში ვხელსაქმობ დილიდან ჩერომ კი - იარა, იარა, გზისპირა მესერთან მივიდა
მე ეზოს მზიგულზე დამტოვა, რას უზამ, ჩაკეტე, ჩარაზე! ჩრდილებზე ფუჭია დანდობა,
გავყურებ მესერის გადაღმა დახე, სად გამისხლტა მძებნელი. აბა ზედ მეც ხომ არ გადავალ,
ეს ხვატიც აღარა თავდება. ხე ეზოს მიჩვენებს მორჩილად, ჩრდილი კი ჰყოლია თავნება...
ან მე რა მტკენია, ანდა მას გათელონ, ახალი დარდია! ჯანდაბას. |