ბრძოლაც, ალერსიც ჯიქურ გვიყვარდა, ძველი კოლხეთის ვართ რაინდები, მარჯვენა ძუძუ გადაგვიგვარდა მშვილდისგან ძალა გვადგა იმდენი. გამოქვაბული - თავშესაფარი კლდეებს შადრევნად შეეფრქვეოდა ქალის თმები და რაშის ფაფარი. ნადირს ცხენდაცხენ ვინცა ტყორცნიდა გვესხდნენ ასულნი შთამომავლობად ჯიქის ტყავებზე ჯიხვის ხორცითა. არვის - ჩვენგანი მონად დაებას, ჰიმნით მზისადმი ვხვდებოდით ცისკარს ცივი კივილით - შემოღამებას. და სიძვის ძღაბებს თვალმოხატულებს საძრახ საქმეზე თუ მივასწრებდით, ვტოვებდით კისერგამოღადრულებს. შეგვატყდებოდა სატაცურივით ჩვენსკენ სალიზღოდ წრეგადასული მხდალი ცვედნები და კაცუნები. გზაზე თუ იყო გადაქცეული, თავს ევლებოდა დედობილივით ამორძალების ათასეული. მიაცილებდნენ სამშვიდობომდე, რაწამს ჯანსაღად დაიგულებდნენ, კვლავ დასცხებდნენ და მაინც ომობდნენ. მთებში ჯანსაღი რაზმის თარეში... მერე გვაბაძავდა ძველი ელადა სიმკვირცხლესა და სისადავეში. მარადის მტრები ვყავდით საშიშნი, წესად მოგვდევდა: გაჩენის უმალ ჩვენივე ხელით ვსპობდით ვაჟიშვილთ. დაანაკვერჩხლებს ღველფით ათასად, რატომ? სიყვარულს კერის, შვილების გადაეგები ზედ ფიანდაზად... რისხვით ავზიდეთ უფსკრულთა ზედა... გულზე მოგვეკრო ჩვილის ბაგენი შემოგვფოფინა უმწეო "დე-და!" ვაჟისწილ ჩვენში რაც კი ეგუბა მოსკდა!.. ამართა ყველამ მარჯვენა უცხო ბიჭუნა არ დაგვეღუპა... გავხდით მონები საკუთარ ძეთა ქედზე იმდენჯერ გატკბა უღელი რამდენმა ბავშვმაც შეგვძახა: დედა. ჩვენი ხსენებაც გადაივიწყე, უმანკოებას ქალთა აკვნიდან ჩვენი უბიწო მოსდევს სიფიცხე. კი არ მოგვტეხა მკლავმოქანცულნი, ნატიფ მაჯასთან ჩვენი ძარღვია ცეცხლს რომ შეგაფრქვევს ვინმე ქალწული. იტყვი, - ასეთი რა წამეკიდა! - ჩუმად შიგ გულში დაგიმიზნებენ ჩამოფოცხილი წამწამებიდან. არც მოკრძალება, არც მოძალება - დასჭირდეს? სუსტიც უცბად იშიშვლებს და გაიელვებს ამორძალებად! |