დევთა დედამ საფქვავის ქვა ატრიალა დასაქოლად არ დაგვინდო აღარცერთი, ზედ გუდრუხთან გადმოვარდა ჩახრიალა, - ღამით ღვართქაფს გაღმა ვეღარ გავაღწევდით.
გამოვუსხლტით მოგრუხუნე ღამის წყვდიადს - სოფლიანად და მასპინძლის სახლიანად შიგ პირმოკრულ ხურჯინში რომ მოგვაქცია.
ზეცა იყო მოწმენდილი კალოსავით, მხოლოდ ცრემლით, ვაჟას ცრემლით დაცვარული ენთო იფნი და ლაშარის სალოცავი.
* * * * * * *
ჩარგლის კართან ფოთლებია დაჟანგული შენ გგონია, ეს მჟავე წყალს უწვეთია? ძირნაყარი ფოთლებიც კი იჟანგება ხმლისპირები ზედ იმდენი უწმენდიათ.
* * * * * * *
ღია სახლში ცივზე ცივი ბუხარია, გაყინულა შებოლილი კერა... ეს სიჩუმე სტუმარს უფრო უხარია, - უკეთ ისმის ვაჟას გულის ძგერა. |