კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:51

 

 

 

არ შეირჩინო, გულო, მცირედიც,

იმ სიკეთისა, - მამულს რომ ართმევ,

სულ ეძიებდე, მალულ სიმების

ნაკრძალს ეგება მიაგნო სადმე.


ჯერ მათი ჟღერა არვის სმენოდეს, -

შიგ თავანკარად ჩაბუდებული;

მოგყვეს, ნატრობდეს ძალას შენოდენს

ყრმა, თუ მოხუცი დაყუდებული.


ეკალ-ნარები თვალწინ გაწვდილი

იად და ვარდად ფეხთით გეფინოს,

ბეწვის ხიდივით ჩანდეს გზა-წვრილი,

მაინც თამაშით გადაგერბინოს.


არ ჩაიფერხო ბოლომდე არსად,

ქვეყნის ამაგი გულზე გეხატოს,

და თავანკარი სიმღერის ფასად

სესხი და ვალი გადაგეხადოს.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ