- ერთი დიდი სამოვარი, გარეშემო - მხატვრები! გულგაშლილი საუბარი, სხვას რას მოვინატრებდი!
მისი ხელი მიკიტანმა იყიდა და გაყიდა.
სამუშაოს მოლოდინში ატუზულან დუქანთან.
არ იწვევენ ძმობილები გამოწვდილი ჭიქითა.
მხატვრის თითი დაიწუნა საქორწინო ბეჭედმა.
აბრას ცალი ფრთა ჩამოსთრევს, ქარმა თუ გაიმეტა?
ფუნჯი არ აქვს? მთლად ფუნჯია მოშვებული წვერებით!
ქუჩის მტვერში ჩაიკეცა ფეხგაკრული გვრიტივით. |