საიდანა გვაქვს ჩემებური ჩუმი ღიმილი, ნათელი თვალი, როცა არჩევ ფერთა მარულას, - თანდათან მჯერა - ეგ ღიმი და ეგ მზერა თბილი ბავშვობიდანვე თანშეზრდილი მდევდა მალულად.
შენს ხსოვნას მხოლოდ აჩრდილივით აჩევნა ღამე, ხომ გახსოვს, ტოლებს სანახევროდ გვაჩუქეს ვაშლი, რიგ-რიგად ვკბეჩდით მეგობრები - ხან შენ და ხან მე.
სანამ ნახირი დაიძროდა წიწამურიდან, - ბავშვის ხელებში რომ უთრთოდა მორჩილი ქედი, ჩვენთან მოჩვეულს ალერსით და მლაშე პურითა.
გაჰკაწრა ბინდი და ჭალებში ყრუდ გაირიყა; ერთად გავრბოდით, შენ სიპი ქვით იტკინე ფეხი, - შენ ჩემზე უფრო სათუთი იყავ...
მერე არაგვში ჩამხობილი მის ფსკერზე იწვის, - გულიც ასეა - სადარდელი არ ხვდება არსად, მაინც დუღს, რადგან არ ასვენებს გამოთქმის ხიწვი.
და ყალმის მოსმით გამოხატე ფერთა მარულა! - მჯერა, შუქივით უნებური ღიმილი შენი ბავშვობიდანვე თანშეზრდილი მდევდა მალულად. |