კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:49

 

 

 

...მეორე დღეს კი

ატაცებული,

კვლავ ანთებული ხარ ძველებურად;

ო, როგორ ელავს და გავსებული,

დღე როგორ ფეთქავს გაგრძელებულად.


როგორ დუღს მიწა -

დედა უკვდავი,

ფრთა როგორ უკრთის

ნიავს, უვნებელს;

ო, როგორ აპნევს მზე დამბუგავი

სურნელს და ფერებს დაუსრულებელს.


და შენც განაგრძობ,

და შენც განაგრძობ,

და ყველა შიში -

ნაცრის ფიფქია...

და შენ წინა დღეს,

და შენ არასდროს

სიბერის ჭირზე არც გიფიქრია.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ