თუ სიცოცხლის პრინციპია ნივთიერებათა გაცვლა საჭიროა ორგანიზმის უსუფთაობისგან დაცლა
ენით თუ არ დაიმარცვლა სანამ ავ სენს ჯანმრთელობა სხეულში არ შეენაცვლა
გამაძღვრობას სევდის მომტანს მთავარია დაცვა ზომის როცა იღებ ცოტა-ცოტას
აზრიც მოვა ისევ თავში ეს ის რაოდენობაა რაც გადადის თვისებაში
არ ღირს ხელის ჩაჭიდება ეს ცხოვრება ბაზარია მაშინ როცა გაჭირდება
რა თქმა უნდა აჭყივლდება ქვეყნად რამდენი რამეა რაც საერთოდ არ მჭირდება. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე ყუბანეიშვილის პოეზია |