კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 15:39

 

 

 

სხვაზე არც მეტი და არც ნაკლები

მე ვარ შიშველი როგორც ნატურა

პოეზიაა ჩემი საკვები

წყალი მხატვრული ლიტერატურა

ამას არ ვიცი უკვე რა ქვია

როცა ლექსებად იაზროვნება

კითხვა წიგნების ჩემი საქმეა

წერა ლექსების სიამოვნება

მე არც ვაჟა ვარ და არც ილია

შეიძლებოდა სულ არ მეწერა

კალამბურები ჩემი სტილია

და ხულიგნობა ჩემი ხელწერა

ვიცი მომელის მალე მიწა მე

არ მეშინია მისი სიცივის

და პოეზიის რადგან ვიწამე

გულიც ბავშვივით ისევ იცინის

მეტი ამ ქვეყნად რა დამრჩენია

ქვა რომ არ მქონდეს თავში სარტყმელი

ლექსები ჩემი გადამრჩენია

და ჩემი სულის გამომხატველი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ