კიდევ კარგი რომ არა ვარ მუნჯი ნორმალური დავიბადე გენით და რომ ვხედავ ზეცა არის ლურჯი შემიძლია გამოვხატო ენით.
როცა ვინმე მწარე სიტყვას მესვრის რითიც ჩემი გაბრაზება უნდა ყველაფერი გამოკვეთით მესმის.
კარგს ცუდისგან ჯერჯერობით ვარჩევ და როდესაც გამიღიმებს მტერი მის ღიმილში სიბოროტეს ვამჩნევ.
და არავის ვედავები ფართობს ფულზე ფიქრით საკუთარ თავს არ ვსჯი და უბრალოდ ლექსის წერა მართობს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე ყუბანეიშვილის პოეზია |