კაცობრიობის მიუძღვები ქვეყნად სათავეს და იმნაირი მოგანიჭა ღმერთმა ბუნება, რომ მართალია სუსტ არსებად ძმებმა ჩაგთვალეს, მაინც ცდილობენ გამოსცადონ შენთან ცდუნება.
ვინც შემოგხედავს სიყვარულით უკვე მთვრალია. შენი ბრალია ის პირველი ცოდვაც ადამის და მისი კაცად გადაქცევაც შენი ბრალია.
როცა სიშიშვლის აღარ შერცხვა შენი ყურება?! ის ლამაზ თვალთა გაღმერთებას კვლავაც აგრძელებს და მხოლოდ ჟინის დაოკებას ემსახურება...
სანამ სამყარო იარსებებს შენთან იწვება! |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე ყუბანეიშვილის პოეზია |