ჩემი სახლის წინ წყნეთის ტრასაა, ღამით მოისმის ლანძღვა-გინება და მანქანების დიდი მასაა, რაც გზატკეცილზე მოედინება.
მათი ნაბოლქვით რომ წუხს აირი ავტობუსები ძველი რაფები და ესკორტები ნაირნაირი.
უცქერ ზევიდან დარდით ივსები, მდინარის გაღმაც სასაფლაოა და წამოზრდილი კიპარისები.
დღემდე ასფალტებდაუგებარი და ჩემ სახლის წინ ასე რატოა არის სრულიად გაუგებარი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • კოტე ყუბანეიშვილის პოეზია |