კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:35

 

 

 

ადამიანი თავისთვის ირჩევს,

ვინ უყვარს, რა სწამს ან ვისზე

ზრუნავს,

იმ პროფესიას თავს რითიც ირჩენს,

ანდა წრეს ხალხის რომელშიც

ბრუნავს.

ადამიანი თავისით საზღვრავს,

რა სახით იძენს ამ ქვეყნად სარჩოს,

ან როდის უნდა გადასცდეს

საზღვარს,

ან რატომ უნდა მისდიოს ჩარჩოს.

ადამიანი თავისით იცვლის

გარემოს, სადაც ყოფნა ბეზრდება,

თუმც იმისთვისაც ვეღარც

კი იცლის,

რამე ასწავლოს შვილს რომ

ეზრდება.

ამიტომ რა ვნებს მას ან რა არგებს

პასუხს ამაზეც თვითონვე აგებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოტე ყუბანეიშვილი  • • •   კოტე ყუბანეიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ