წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 05 მაისი 2025 09:46

 

 

 

რა ვუყოთ, რომ სიბერეში მივჩვარდი,

და თანდათან დამეკარგა მე რიხი,

ახალგაზრდაც არ ვიყავი რიჩარდი,

და ბებერიც ვერ ვიქნები ჰენრიხი.


ოღონდ ხმისაც არ გეგონოთ ჩამკმენდი,

და რაც უნდა სიყვარულმა მომთელოს,

ვერ გავხდები ცხოვრებაში მაკბეტი,

ეჭვიანსაც ვერ მივბაძავ ოტელოს.


არც ფულის ვარ არავისთვის წამღლეტი,

ქალსაც ხვეწნას არ დავუწყებ მომეო,

უკვე მივხვდი რომ არა ვარ ჰამლეტი,

და არც თავი მეჩვენება რომეო.


მაგრამ რადგან მაინც აფრქვევს ლექსს პირი,

მინდა ვიყო ცოტა ხანი შექსპირი.


მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ