მიკვირს, განგებამ ჩვენი გზები როგორ გაყარა, ვერ გამიგია, რად მოხურე გულის კარები, ან ასე ძლიერ შენი თავი რამ შემაყვარა, თუკი საერთოდ სიახლოვეს არ მეკარები.
მუდამ დაგეძებ და არ ვიცი თუ სად გიპოვო, მინდა აგიხსნა თავზე მეტად როგორ მიყვარხარ, მე თანაგრძნობა ამით შენი, რომ მოვიპოვო.
მისი შეგრძნებაც ჩემთვის უკვე სიყვარულია, ხალხშიც უეცრად სიყვარული მომაწყენინებს, მარტო ყოფნასაც რომ მანდომებს სიყვარულია.
სიყვარულია, რომ ლოდინმა აზრი დაბინდა, სიყვარულია, გაფიქრებაც შენზე ყოველი, სიყვარულია რომ არავინ მეტი არ მინდა.
ვერც შეგხვდებოდი ვერასოდეს ამის გარეშე. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |