- ვცხოვრობ რომ ვიცხოვრო! მე ვამბობ: - ვიცი. შენ ამბობ: - ვიდრე მეყვარები… მე ვამბობ: - ვიცი. შენ ამბობ: - სხვა თუ შემიყვარდა… მე ვამბობ: - ვიცი. შენ ამბობ: - შენ თუ შეგიყვარდა? მე ვამბობ: - კმარა! შენ ამბობ: - ვთქვათ, მე შემიყვარდა… მე ვამბობ: - ვიცი. შენ ამბობ: - უნდა მიგატოვო. მე ვამბობ: - ვიცი. შენ ამბობ: - ვცხოვრობ, რომ ვიცხოვრო… მე ვამბობ: - ვიცი. შენ ამბობ: - შენც ხომ ასე იზამ? მე ვამბობ: - არა! |