ველად მიდის შვიდი ვაჟი, შვიდივ ზემო სოფლიდანა, მიაქვს შვიდი მხარი თოკი, შვიდი გული, შვიდი დანა! შვიდი ფერის ქარისთანა, ერთი ისე მოთამაშობს - ფაფარს აგდებს მთვარესთანა! მისი გული - ჩემი დანა! - ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს, არ დაუწყო ანაბანა! მიწას გაუთანაბარო! - ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს, თვალზე ბინდი დავაფარო! - ვინც მე ამ ცხენს შემეცილოს, სულეთს სიტყვა დავაბარო! ველად ელავს შვიდი დანა, შვიდი მზე და შვიდი მთვარე იფერფლება თანდისთანა! იცლებოდა ცრემლიდანა: მე რომ ბიჭმა შემიყვარა, შვიდში ერთი იმისთანა! * * * * * * * * * შვიდი ცხენი! შვიდი ქარი! შვიდი გული! შვიდი დანა! |