კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 16:25

 

 

 

ზოგი არ მომწონს რამ შენში,

მაგრამ საერთოდ კარგი ხარ...

ერთ დროს ჩვენც გამოგვდგები,

თუმც ჯერ კი სხვისი ბარგი ხარ.


ახლა იღვიძებ, ჯერ კიდევ

თვალი არ მოგიფშვნეტია

და შენს სიცოცხლე-ფართხალში

ბევრი უდროვო.. მეტია!..


მაგრამ ეს არის კანონი

ბუნების, უტყუარისა!..

ცხადია, როგორც სინათლე

დღისით მზის, ღამით მთვარისა.


პირველად ფეხის ამდგმელი

ცოტა ხნით მობარბაცეა!..

ვინც არ ინძრევა და სულ წევს,

აბა, ის რაღა კაცია...


შენი შეცდომა სჯობია,

მძინარის შეუცდენასა,

გიწუნებ, მაგრამ შენს ძვირს კი

ვერ ვათქმევინებ ენასა!!.


სადაც გულწრფელი შრომაა,

იქ ნუღარაფრის გრცხვენია!

შეცდომა წარმავალია,

ქერცლივით გასაცვენია!..


მოვა დრო, შენც გასწორდები,

დასდგები შენს დონეზედა

და ბაიათებს დასძახებ

სხვა კილო და სხვა ხმაზედა...


მეც იმ დროს ველი, მანამდე

შორედან გიგდებ რა ყურსა,

შენ საქებ-სადიდებელად

ვერ ავაჟღერებ ჩანგურსა!


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ