მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა მყოფელი, რომელმან შეჰქმენ სამყარო, მოგვმადლე წუთისოფელი. ვითარცა ნერგი მცენარე, ეგრემცა სული ცხოველი. შენ განგვაშორებ ბოროტსა, დაგვხსნი ღამისა წყვდიადსა. მოგვცემ პურს არსობისასა და რწმენას სულის საზდელსა. გულგატეხილსა მონასა გული კვლავ გამიმრთელდება. მოვიმკი ნაყოფს კეთილსა, შენგან სიკეთით ნათესსა. ძალი სიკეთის მოქმედი, მარადჟამს დაუცხრომელი. და ჩვენდა საკეთილდღეოდ დაუღალავად მშრომელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მამუკა სალუქვაძის პოეზია |