ჩემი ბავშვობის დროინდელი ნაზი ქალები მათი ფრიალა და მსუბუქი კრეპდიშინებით, დაუკითხავად შემოდიან ახლაც სიზმრებში მარაოების შერხევითა და გაცინებით.
მჩუქნიან ნაყინს და დედობრივ სურნელში მხვევენ, მერე კი წავლენ სადღაც შორეთს, თუ მაღლა - ცაში და უხილავი რაღაც ძალით მეც იქით მწევენ.
სიზმრები თქვენით იყო სავსე პატარა ბიჭის, უერთდებოდით წიგნებიდან გადმოსულ ფერებს, ვით ღამის ნისლი და ვით სუნთქვა ციური ნიჭის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |