კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 16:25

 

 

 

კლასიკოსი მწერლის ქვრივი,

როგორ საყვარელია,

თითქოს ძვირფას ძველ ქსოვილზე

ტურფა ნაყშთა მთვლელია.


დღისით მარცვლავს კრიალოსნებს

ფერადებს და მბრწყინავებს,

ხოლო ღამით უცხო ჩიტებს

თავისთან აბინავებს...


ერთგულად დგას ცივ ბაქანზე,

ელის თეთრ მატარებელს,

მისი ნაზი ჩუმი გულის

კვლავ და კვლავ გამხარებელს.


ზოგს ჰგონია ამაოა

თეთრ ვაგონთა ლოდინი

და ბაქანიც ობოლია,

როგორც ქვრივის ლოგინი.


აბა, მაშინ სად ქრებიან

ქვრივის თაიგულები

და იდუმლად რატომ ძგერენ

ბრძენ მკითხველთა გულები?


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - გურამ პეტრიაშვილი • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ