თაიგულის ყვავილმა, შეიყვარა მეორე, მეორემ კი მაშინვე, შეიყვარა პირველი და ეს გრძნობა ლამაზი, ლტოლვა ერთმანეთისკენ ფერის ფერს მიმატება, იყო გასაკვირველი.
თრთოდნენ გაუთავებლად ერთმანეთის შეხებით, ასე დიდ საწნახელში ქალ-ვაჟს ვნება ათრთოლებს ერთდროულად ერთმანეთს თუ შეეხნენ ფეხებით.
საოცარი სურნელი იყო აქ მოტანილი და ციური სურნელის მიწიერი მიზეზი, მიზეზიც და მიზანიც, იყო ორი ყვავილი... |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |