ვაი, დაგკარგეთ!.. უღმრთო იყო შენი სიკვდილი! ვის უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა, ეგე ზღვა გული, სიყვარულის სხივ-ქვეშ გაშლილი, რაოდენ გრძნობით, ჯერ უთქმელით, ჩვენ ჩაგვესვენა?
მათ მნიშვნელობა დაგვეკარგა ჩვენ საუკუნოდ... რაოდენ იმედთ და ნუგეშთა კოკრად ყვავილნი ჩასჭკნენ შენს გულში განუშლელად ეგრე უდროოდ?
ვინღა მოგვითხრას ჩვენი ურვა, ჭირი და ლხენა? ვაი ჩვენ, თვარემ შენ მით მაინც ხარ ბედნიერი, რომ შენი ლექსი თვით მკვდრეთითაც აღგადგენს შენა. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |