კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 18:35

 

 

 

ქარებმა მცემეს

ცივი ზუზუნით,

და ნემსებივით

ცივმა წვიმებმა...

ისე მარტო ვარ

და მობუზული,

კარგად რომ ვიყო -

გაგეცინება.


მე მხოლოდ ხსოვნა

შემრჩა წყეული,

ფოთოლცვენა და

შავი ტოტები...

ისე მარტო ვარ

და დაბნეული,

კარგად რომ ვიყო -

შეგეცოდები...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ვასილ ბესელია  • • •   ვასილ ბესელიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ