კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:00

 

 

 

საღამო წყნარი. უღრუბლო სახეთ

ახალი ღვინო.

ოცდაათი წლის წინად რომ ვნახეთ

პირველი კინო.


ზღვა ხმაურობდა. ეს იყო ქვიშის

ხმოვანი ჯადო.

მონტევიდეო, ლურჯი პარიზი

და კოლორადო.


მას შემდეგ ხანა ორად გაიყო -

გული ამ გულში.

(ეს ოცდაათი წლის წინად იყო,

და არა გუშინ).


არ გაიარა მას შემდეგ ჯადომ

ხანა წუხილის.

ისევ ის განგი და კოლორადო

ვნახე წუხელის.


და ფრანგულის წილ (გზა უისროთა)

როგორც სინანულს -

ხმოვანი ფილმი სიტყვებს ისროდა

ამერიკანულს.


გაჰქრა მსუბუქი შრიალი ქვიშის

ალ-მოფერადო...

მონტევიდეო. ლურჯი პარიზი

და კოლორადო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ