როცა მზის სხივი უკანასკნელი მოსწყდება მყინვარს და მიიძინებს, როცა ბუჩქებში ნიავი ნელი ნაზად და წყნარად წაისისინებს,
მიდამოს უმღერს მომხიბვლელ ნანას, როცა სიჩუმის ღმერთი დარაჯად ციდან დასცქერის მთელსა ქვეყანას;
სახემიბნედილ მთვარის ღიმილი, დედავ ბუნებავ! იმ დროს მხოლოდ მე რისთვის გამირბის ნეტარი ძილი?
ტყის სიღრმეში რომ დავეხეტები? ან აჩრდილივით რად მიდგანან წინ გარდაუვალი და ჩუმი მთები?
როს ის ვარსკვლავი ცაზე ჩნდებოდა, სადაც ეწერა, რომ ჩემს განწირულს სულს მოსვენება არ ღირსებოდა,
არრა მშთენოდა წყლულთა მალამოდ, რომ ჩემს ოცნებას აუსრულებელს დავთხოვებოდი სამარადჟამოდ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |