მწარე ბრძოლის ცეცხლ-ალმურში ელვარებდა ჩემი ხმალი, მე არ მრწამდა ამ ბრძოლაში გაკითხვა და ცოდვა-ბრალი. როგორც ლომი, მე ვიბრძოდი, ცეცხლისა და სისხლის მდომი. მე მწყუროდა სისხლის ღვრაში ჩამენთხია გულის დარდი. მწარე კვნესა შემომესმა, გულის სიღრმით ამომსკდარი. სისხლი სჩქეფდა და ერთოდა მტვერში სისხლი, სისხლში მტვერი. მე ავთრთოლდი, ავკანკალდი და ვიშიშვლე სწრაფად ხმალი. მზის სხივივით ანთებული და ჩრდილივით მოწყენილი. სათნოება-მწუხარებით მიცქეროდა განამწარი. და მკითხავდენ, თუ რათა ვკლავ, ან მკვლელად რად შევიქენი? ძირს დავუშვი სწრაფად ხელი და დავყარე იარაღი. და მას შემდეგ მოღალატეს მეძახიან მეგობრები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |