როგორ დაგწყევლი, როგორ დაგწყევლი ჩემს წრფელ ძახილზე თუ ხმა არ გამე, არ შემიძლია ყოფნა უშენოდ, არ შემიძლია ვიფიქრო რამე.
როგორ მიღრღნიან მე სულსა და გულს, მე მომეჩვენა, რომ დაღალული პატივს აღარ სცემს უკვე სიყვარულს?
აღარ გიყვარვარ, სრულიად არა! მე კი ოცნებამ შენი წამება გადამიხატა და შემაყვარა!
დაღლილი სახე, დაღლილი სული, რაღაც უსივრცო, მაცოცხლებელი სულიერ წყაროდ გადაქცეული.
მე შენში ვნახე ის დიდი ძალა, რომელმაც თვალწინ მთელი წამების სივრცე და სიღრმე გადამიშალა.
„იგი? ვუყვარვარ მას ასე ძლიერ!“ მან დამინახა, რომ ავადა ვარ და სრულებითაც გამიდგა განზე.
რა და ან როგორ, რომ მეპასუხა, არ არის-მეთქი კაცი ამ ქვეყნად, არ არის-მეთქი, ვფიქრობდი ასე! |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |